Amica.ge სესხის აღება კითხვა-პასუხი კონტაქტი რეგისტრაცია ფასების სია შესვლა

ხშირად დასმული შეკითხვები

მომხმარებლის პროფაილთან დაკავშირებული შეკითხვები.

როგორ მოვიქცე თუ დამავიწყდა პაროლი და ვერ შევდივარ ჩემს პროფაილში?

პაროლის აღდგენის ველში მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა ან მობილურის ნომერი, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული და ახალ პაროლს მათი საშუალებით მიიღებთ.

სესხის აღებასთან დაკავშირებული შეკითხვები.

ვის შეუძლია სესხის აღება?

სესხის აღება შეუძლია ყველა იმ პირს:

რა საბუთებია საჭირო სესხის ასაღებად?

კლიენტს არ მოეთხოვება საბუთების წარდგენა გარდა გარკვეული შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება პიროვნების პირადი ინფორმაციის გადამოწმება.

როგორ მოვიქცე, როდესაც არ მაქვს თქვენს მიერ მითითებულ ბანკებში ანგარიშის ნომერი?

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში მოქმედი ნებისმერი ბანკის ანგარიშით. გთხოვთ, გაითვალისიწინოთ რომ ბანკთაშორისი გადარიცხვები საჭიროებს მეტ დროს და ამის გამო სესხის მიღება შესაძლებელია შეყოვნდეს. რეკომენდირებულია წინასწარ გახნათ ანგარიში ჩვენს მიერ მითითებულ ბანკების ჩამონათვალიდან.

როგორ გავიგო პასუხი დამტკიცდა თუ არა ჩემი განაცხადი?

სესხზე პასუხი ავტომატურად გამოიგზავნება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ-ფოსტაზე. ასევე შეგიძლიათ განაცხადის სტატუსი შეამოწმოთ თქვენი პროფაილიდან ან დაუკავშირდეთ კლიენტთა მომსახურების ოპერატორს.

სესხის დაფარვასთან და გადავადებასთან დაკავშირებული შეკითხვები

როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება?

განმეორებითი სესხის აღება შესაძლებელია მხოლოდ მას, შემდეგ როდესაც მიიღებთ შეტყობინებას წინა სესხის დაფარვის შესახებ.

სესხის დაფარვასთან და გადავადებასთან დაკავშირებული შეკითხვები

შეიძლება თუ არა სესხის წინსწრებით დაფარვა ან ნაწილობრივ დაფარვა?

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წინსწრებით დაფაროთ სესხი. სესხის ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, დასაფარი თანხა პირველ რიგში მოხმარდება საკომისიოს დაფარვას და დარჩენილი თანხის ოდენობა გამოაკლდება სესხის ძირს. დასაფარი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფაილში.

რა მოხდება თუ ვერ ვახერხებ სესხის დაფარვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს?

ამ შემთხევაში თქვენ დაგერიცხებათ ჯარიმები შემდეგი პრინციპით:

მაგალითი: თუ პიროვნებამ აიღო 250 ლარი, 30 დღით და გადახდის მომენტისთვის გადაიხადა მხოლოდ 200 ლარი. ამ შემთხვევაში პირველი დაიფარება საკომისიო 48 ლარი. დარჩენილი 152 ლარით შემცირდება სესხის ძირი და დარჩება 98 ლარი, რომელსაც დაერიცხება 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ დღეში 0,98 თეთრი.

სხვა შეკითხვები

როდის არის Amica.ge-ს სამუშაო საათები?

ჩვენი სამუშაო საათებია:
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 9:00-21:00
შაბათ-კვირა: 9:00-18:00

Amica.ge- ზე განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლინ რეჟიმში ნებისმიერ დროს. განაცხადი განიხილება სამუშაო საათებში.

როგორ და რა ტიპის ცნობის აღება არის შესაძლებელი?

Amica.ge გასცემს შემდეგი სახის ცნობებს:

ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს.
გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ “ცნობის საფასურის გადახდა”. დამზადებულ ცნობას გადმოგიგზავნით რეგისტრირებულ ელ ფოსტაზე, საფასურის გადახდიდან 30 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ცნობის ორიგინალის გაცემა.