Amica.ge ცვლილებები სესხის აღება კითხვა-პასუხი კონტაქტი რეგისტრაცია ფასების სია შესვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი განმარტავს რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს, თუ როგორ იყენებს შპს მისო ბბ კრედიტი (შემდეგში: “ჩვენ”) თქვენს ინფორმაციას.

1. ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ მესამე პირებისგან ან თქვენგან არის:

  • სახელი, გვარი
  • პირადი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი
  • სქესი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მობილური
  • დაბადების თარიღი
  • თვიური შემოსავალი
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებგვერდზე ვიზიტისას ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია:

  • შემოსვლის ადგილი
  • შემოსვლის დრო
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია

2. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), მათ შორის:

  • თქვენი იდენტიფიცირებისათვის და საკრედიტო მდგომარეობის შემოწმებისათვის
  • სესხის დამტკიცების საკითხის დასამუშავებლად
  • თქვენთან დასაკავშირებლად
  • სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად
  • თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ტელეფონის ნომერზე და თქვენს ელ-ფოსტაზე ჩვენი სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად. იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონზე/მობილურზე აღარ მიიღოთ ჩვენი შემოთავაზებები თუ სიახლეები, მიღებულ ელ-ფოსტას/sms-ს თანდართული ექნება „ელ-ფოსტის გამოწერის“/“სიახლეების გამოწერის“ ფუნქციის გათიშვა, რომელიც მოთავსებული იქნება ელ-ფოსტის/sms-ის ბოლოში.

3. ინფორმაციის შენახვა

ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, მცირე მაგრამ არის შანსი, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს.
თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისას.

4. ინფორმაციის გამჟღავნება

შეიძლება პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებული იქნეს ჩვენ შიდა ჯგუფში არსებულ პირებთან.

მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე მესამე პირებს;
  • ბიზნესის/საწარმოს წილის გაყიდვის შემთხვევაში ბიზნესის/საწარმოს წილის შემსყიდველს;
  • მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოთხოვნაზე უფლების შემძენს;
  • პრობლემური სესხების მმართველ, ამოღების გარე პარტნიორებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს პრობლემური სესხების მართვა-ამოღება;
  • გამსესხებლის პარტნიორებს (დამფუძნებლებს), ჯგუფში შემავალ ან/და შვილობილ საწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მათი საოპერაციო საქმიანობის განვითარების, სესხის გაცემაზე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების, ანალიტიკური გადამუშავების, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის იმ მოცულობით, რაც აუცილებელი იქნება მითითებული მიზნების მისაღწევად;
  • საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესს უზრუნველყოფს;
  • გამსესხებლის აუდიტორებსა და კონსულტანტებს, რომლებიც გამსესხებელს უწევენ შესაბამის მომსახურებას და, რომლებიც თავის მხრივ დაიცავენ მსესხებლის შესახებ ინფორმაციას/მონაცემებს.

5. მესამე პირის ბმულები

მესამე პირის ბმულები შეიძლება იყო ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ მესამე პირს აქვს თავისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ვებგვერდზე გადასვლისას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირის ვებგვერდისთვის. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენი ვებგვერდისთვის. ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას.

6. საკონტაქტო საშუალებები

ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით, სანამ თქვენ უარს არ განაცხადებთ.