Amica.ge ცვლილებები სესხის აღება კითხვა-პასუხი კონტაქტი რეგისტრაცია ფასების სია შესვლა

სესხის ხელშეკრულება


1. სესხის ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

1.1. გამსესხებელი - შპს მისო ბბ კრედიტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი 405116583, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ლადო ასათიანის ქუჩა N36ა. ფოსტა: info@amica.ge.

1.2. მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც სრულად გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას, სესხის ხელშეკრულების სპეციალურ პირობებს, გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, პროფილის გამოყენების წესებს, ეთანხმება მათ, სურს სესხის მიღება და გამსესხებელთან აფორმებს სესხის ხელშეკრულებას.

1.3. სესხის ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც დადებულია გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ელექტრონული ფორმით და მოიცავს ხელშეკრულების თავსართს, გადახდის გრაფიკს, ამ ხელშეკრულებითა და სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებსა და სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

1.4. სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და, რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

1.5. მოწვევა ოფერტზე - გამსესხებლის მიერ სესხის პირობებისა და სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება, რაც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას გასცეს სესხი.

1.6. ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რომლითაც მსესხებელი ირჩევს სესხის პირობებს და, რითიც დასტურდება მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის სესხის პირობებზე დათანხმების ფაქტი.

1.7. აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან.

1.8. სესხის/კრედიტის თანხა - თანხა, რომელსაც გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს მითითებულ და დადასტურებულ საბანკო ანგარიშზე და, რომელიც ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

1.9. ლიმიტი - გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის დადგენილი თანხა 100-დან 1000 ლარამდე, რომლის ფარგლებშიც შეუძლია მსესხებელს შეავსოს სესხის განაცხადი და მიუთითოს სესხის თანხა. გამსესხებლის მიერ ლიმიტის დადგენა ხდება მსესხებლის იდენტიფიკაციის შემდეგ.

1.10. სესხის/კრედიტის ვადა - ვადა, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია გამსესხებლის ვებგვერდზე ან/და მსესხებლის პროფილში ან/და სესხის ხელშეკრულებაში. სესხის ვადის ათვლა იწყება სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადარიცხვის დღიდან.

1.11. გადასახდელები - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხა/ხარჯი.

1.12. სესხის საკომისიო/პროცენტი - პროცენტი სესხის/კრედიტის თანხით სარგებლობისათვის, რომელიც ერიცხება სესხის/კრედიტის თანხას და, რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

1.13. პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. სესხის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია (და არა ვალდებული) მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს. მსესხებელი თანხმობას აცხადებს, რომ გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლისაგან ყოველგვარი დამატებითი თანხმობის ან/და მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე დააკორექტიროს დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა იმგვარად, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობასთან. აგრეთვე, პირგასამტეხლოს გადახდის მიზნებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0.01 ლარამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.

1.14. სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის თანხის ან/და სხვა გადასახდელების გამსესხებლისთვის გადახდის/დაბრუნების თარიღი/ვადის ბოლო დღე გადახდის გრაფიკის შესაბამისად, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის თანხის ან/და სხვა გადასახდელების გამსესხებლისთვის უკან დაბრუნების/გადახდის ვალდებულება. იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის თანხის გადახდის დღე ემთხვევა უქმე დღეს, გამსესხებელი გადასახდელ თანხას მიიღებს მომდევნო სამუშაო დღეს ყოველგვარი დამატებითი პროცენტის, საკომისიოსა თუ პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე.

1.15. დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ სესხის პროცენტს და პირგასამტეხლოს, სხვა ასანაზღაურებელ ხარჯებს/გადასახდელ თანხებს არსებობის შემთხვევაში.

1.16. გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამსესხებლის ვებგვერდზე ან/და სესხის ხელშეკრულებაში.

1.17. მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს რომელიმე კომერციულ ბანკში და, რომელიც მითითებული იქნება მსესხებლის მიერ გამსესხებლის ვებგვერდზე რეგისტრაციისას კითხვარში/მის პროფილში ან სესხის განაცხადში, როგორც მსესხებლის საბანკო ანგარიში ან, რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და, რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა.

1.18. იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ბაზების მეშვეობით, სს „კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზების მეშვეობით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკოს) მონაცემთა ბაზების მეშვეობით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება).

1.19. გამსესხებლის ვებგვერდი - www.amica.ge.

1.20. პერსონალური კოდი - მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლისა და მისი გადახდების იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის პერსონალური კოდით რაიმე მოქმედება შესრულდა, ითვლება, რომ აღნიშნული მოქმედება შესრულებულია მსესხებლის სახელით.

1.21. პირადი ნომერი - მსესხებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული პირადი ნომერი, რომელიც აგრეთვე გამოიყენება მსესხებლისა და მისი გადახდების იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის პირადი ნომრის მითითებით რაიმე მოქმედება შესრულდა, ითვლება, რომ აღნიშნული მოქმედება შესრულებულია მსესხებლის სახელით.

1.22. პროფილი - გამსესხებლის ვებგვერდზე მსესხებლის პერსონალური გვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის გაკეთება, სესხის პირობების გაცნობა, არჩევა და დადასტურება.

1.23. ხელშეკრულების საფასური - სესხის თანხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი, რომელიც შეადგენს სესხის თანხის 15%-ს და, რომლის გადახდაც ხორციელდება გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

1.24. გადახდის გრაფიკი - სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომლითაც დადგენილია სესხის თანხის, სესხის პროცენტის, ხელშეკრულების საფასურისა და სხვა გადასახდელების (არსებობის შემთხვევაში) გადახდის ვადები.

1.25. ფინანსური ხარჯები – ხარჯები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნებისა და მათით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს.

1.26. კრედიტის/სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.


2. ზოგადი დებულებები

2.1. სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

2.1.1. არის ფიზიკური პირი 21-დან 65 წლამდე;

2.1.2. არის ქმედუნარიანი (შეუზღუდავი), არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა სესხის ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად;

2.1.3. მის მიერ განაცხადის შევსება ხდება ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან სხვა მესამე პირთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის თუ სხვა აკრძალული ქმედების გამოყენების გარეშე, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.1.4. აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

2.1.5. არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

2.1.6. არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ან სხვა ვადაგადაცილებულ ვალდებულებათა ბაზაში, მის არც ერთ ანგარიშზე არ არის წარდგენილი საინკასო დავალება ან/და ყადაღის დადების აქტი;

2.1.7. არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

2.1.8. გაეცნო ამ ხელშეკრულებას, გამსესხებლის მიერ ვებგვერდზე, მსესხებლის პროფაილზე განთავსებულ პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;

2.1.9. გაეცნო საფინანსო პროდუქტის შინაარს, გამსესხებლისგან მიიღო სრული, დროული, უტყუარი, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია;

2.1.10. აცნობიერებს, რომ სესხის ხელშეკრულების პირობები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს გამსესხებლის მიერ და ამგვარი განახლების შემდეგ სესხის აღების ფაქტი ჩაითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობის გამოხატვად;

2.1.11. გამსესხებლის ვებგვერდზე რეგისტრაციის ან/და სასესხო განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მიზნებისათვის, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მსესხებლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების გამოყენებით. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა, გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მსესხებლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი;

2.1.12. წინამდებარე ხელშეკრულებას დაეთანხმა მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას, გამსესხებლის ვებგვერდზე არსებულ სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, პირობებს, მათ შორის პროფილის გამოყენების წესსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გამსესხებელი ადასტურებს, რომ მისთვის მითითებული პირობები გასაგები და ნათელია და, რომ ეთანხმება მათ გამოყენებას მსესხებელსა და გამსესხებელს შორის სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში;

2.1.13. მსესხებელი თანახმაა მისი ელექტრონული საშუალებით გამოვლენილი ნება გაუთანაბრდეს კანონმდებლობით დადგენილ ხელმოწერის ან/და გარიგების წერილობით ფორმას.

2.1.14. აცნობიერებს სესხისა და სხვა გადასახდელების დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებს – მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების/ანგარიშების დავალიანების დასაფარად რეალიზაციის/დაყადაღების და გამსესხებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული დავალიანების ამოღების სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენების რისკს.

2.1.15. მსესხებლისთვის ცნობილია, რომ გამსესხებელი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისაგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი;

2.1.16. მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სესხის განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც დადგება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. გამსესხებელს უფლება აქვს, ნებისმიერი კანონიერი, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული, საშუალებით გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორე.

2.1.17. მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში და მას აქვს ამ ანგარიშითა და მასზე არსებული ფულადი საშუალებებით სრული და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.


3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1. სესხის ასაღებად, პირველ ეტაპზე მსესხებელი რეგისტრირდება გამსესხებლის ვებ-გვერდზე, ავსებს კითხვარს და ქმნის საკუთარ პროფილს. გამსესხებლის ვებგვერდზე რეგისტრაციით და ველის „გთხოვთ, დაადასტუროთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით გამსესხებლის ვებგვერდზე არსებულ სესხის პირობებს, სესხის ხელშეკრულების ნიმუშს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და პროფილის გამოყენების წესს“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება გამსესხებლის ვებგვერდზე არსებულ სესხთან/კრედიტთან დაკავშირებულ ინფომრაციას, სესხის ხელშეკრულების ნიმუშს, პროფილის გამოყენების წესებს, გამსესხებლის მიერ მსესხებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესით, და, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებით.

3.2. სესხის მისაღებად მსესხებელი თავისი პროფაილის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც უთითებს სასურველი სესხის თანხის ოდენობასა და ვადას. აღნიშნული სესხის განაცხადის შევსების შემდგომ მსესხებელს პროფაილზე გამოუჩნდება ინფორმაცია მის მიერ არჩეული სესხის ვადისა და თანხის გათვალისწინებით სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი ფინანსური ხარჯების შესახებ. ველის „გთხოვთ, დაადასტუროთ, რომ გაეცანით, აცნობიერებთ და ეთანხმებით თქვენ მიერ გადასახდელ სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ აუცილებელ ფინანსურ ხარჯებს“ მონიშვნით, მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მის მიერ არჩეულ სესხის თანხისა და ვადის გათვალისწინებით, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ მის მიერ გადასახდელ აუცილებელ ფინანსურ ხარჯებს და, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია აღნიშნულ ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. სესხის განაცხადის შევსებითა და ამ პუნქტში მითითებული ველის მონიშვნით მსესხებელი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას (აკეთებს ოფერტს);

3.3. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება მსესხებლის იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვას ან/და ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება). გამსესხებელი უფლებამოსილია მოიპოვოს საკუთრების უფლება 1 თეთრზე და ზედმეტად ჩარიცხულ თანხაზე, თუ მსესხებელი ერთი თვის განმავლობაში არ მიმართავს გამსესხებელს მოთხოვნით 1 თეთრისა და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ასეთ შემთხვევებში დაბრუნების ხარჯები ეკისრება მსესხებელს.

3.4. იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის თანხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის თანხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

3.5. თუ იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გამსესხებელს სურს სესხის გაცემაზე თანხმობის გამოხატვა, გამსესხებელი, მსესხებელს პროფილის საშუალებით უგზავნის ხელშეკრულების თავსართს, სესხის ხელშეკრულებას, სესხის ხელშეკრულების სპეციალურ პირობებს და გადახდის გრაფიკს. მხოლოდ აღნიშნულ დოკუმენტებზე მსესხებლის მიერ პროფილის მეშვეობით ელექტრონულად გამოხატული თანხმობის მოპოვების შემდეგ, გამსესხებელი მსესხებლის საბანკო ანგარიშზე რიცხავს კრედიტის თანხას.

3.6. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

3.7. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის/ საკომისიოს შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას და არ წარმოშობს გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას.


4. სესხის გადახდის პირობები

4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელი სესხის თანხას, სესხის პროცენტსა და სესხის ხელშეკრულების საფასურს გადაუხდის გამსესხებელს სესხის ხელშეკრულებას დართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. თუ გრაფიკის მიხედვით დადგენილი გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

4.2. გადახდა ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. გადახდა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს გამსესხებლის მიერ დადგენილი ალტერნატიული გზებით, როგორიცაა სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვა ალტერნატიული საშუალებები, რომელიც გამსესხებელმა შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებლისათვის.

4.3. გადახდა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარისა და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის ან/და პირადი ნომრის მითითება.

4.5. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ თანმიმდევრულად დარიცხული სესხის პროცენტი, სესხის ხელშეკრულების საფასური, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა გადასახდელი თანხები/ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა. მსესხებელი აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ამ პუნქტში მითითებულ რიგითობაზე.

4.7. სესხი დაფარულად ჩაითვლება ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული სესხის პროცენტის/საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების/გადასახდელი თანხების (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვას. სესხის თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.


5. სესხის წინსწრებით დაფარვა

5.1. გამსესხებელი უფლებამოსილია და არა ვალდებული მის მიერ გაცემული სესხის თანხის მსესხებლის მიერ წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ან რეფინანსირების შემთხვევაში მსესხებელს დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო, შემდეგი წესით:

5.1.1. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%;

5.1.2. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები პერიოდი - 0%;

5.1.3. გამსესხებლთან არსებული სესხის შიდა ან/და გამსესხებლის მიერ მოთხოვნილი რეფინანსირებისას/წინსწრებით დაფარვისას წინსწრების საკომისიოს გადახდა არ ხდება.

5.2. მსესხებლის მიერ სესხის თანხის რეფინანსირებისას ან წინსწრებით დაფარვისას ნარჩენი/დასაფარი სესხის ძირითადი თანხის მოცულობის დაანგარიშების მიზნებისათვის გამსესხებელი უზრუნველყოფს გაცემული სესხის ძირითადი თანხის ამორტიზაციას გამჭვირვალედ, საფინანსო პროდუქტის შინაარსის/ბუნებისა და, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად.

5.3. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მსესხებელს, სურს სესხის თანხის რეფინანსირება ან წინსწრებით დაფარვა, მას შეუძლია მიმართოს გამსესხებელს და ზეპირად ან ელექტრონული ფორმით მიიღოს მისგან ინფორმაცია სესხის თანხის რეფინანსირებისას/წისწრებით დაფარვისას მსესხებლის მიერ გადასახდელი დამატებითი ხარჯების ოდენობისა და მათი გამოანგარიშების წესის შესახებ.

5.4. მსესხებელმა სესხის წინსწრებით დაფარვის ნება შეიძლება გამოავლინოს ზეპირად, ელექტრონული ან/და წერილობითი ფორმით გამსესხებლის ოფისებში ან/და დისტანციურ საკომუნიკაციო არხში. სესხის თანხის წინსწრებით დაფარვის შესახებ ნება უნდა შეიცავდეს მსესხებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს ან/და პერსონალურ კოდს და წინსწრებით დასაფარი თანხის ოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს წინსწრებით დასაფარი თანხა განთავსებული აქვს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე, გამსესხებელი ვალდებულია სესხის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს ან, თუ მსესხებლის მიმართვა განხორციელდა არასამუშაო საათებში, მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით სესხის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, გამსესხებელი აცნობებს ამის შესახებ მსესხებელს და მიუთითებს სესხის წინსწრებით დაფარვისთვის საჭირო ვადაზე. მოცემულ პერიოდზე გამსესხებელი მსესხებელს არ დაარიცხავს სესხის პროცენტს.

5.5. თუ მსესხებელს სურს ყოველთვიურ შენატანზე მეტი თანხის წინსწრებით დაფარვა, გარდა გამსესხებლის ანგარიშზე თანხის შეტანისა, მან ასევე უნდა განაცხადოს სესხის თანხის წინსწრებით დაფარვის სურვილის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მხოლოდ ამის შემდეგ არის გამსესხებელი ვალდებული მოახდინოს სესხის თანხის სრული/ნაწილობრივი დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა აღემატება გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ შენატანს, ზედმეტად გადახდილი თანხა მიმართული იქნება შემდეგი შენატანის დასაფარად წინამდებარე ხელშეკრულების 4.6 პუნქტით დადგენილი რიგითობის გათვალისიწნებით.

5.6. სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში იფარება სესხის თანხა (სესხის თანხის შესაბამისი ნაწილი) და სესხის პროცენტი სესხით სარგებლობის ფაქტობრივი ვადის გათვალისწინებით. სხვა დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების 4.6 პუნქტით დადგენილი დაფარვის რიგითობა.

5.7. სესხი წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, თუ იფარება სესხის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია მას შესთავაზოს ახალი გადახდის გრაფიკის მინიმუმ შემდეგი ალტერნატივები:

ა) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით;

ბ)ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.


6. ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1. მსესხებელი უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი ძალაში შესვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გამსესხებლის მისამართზე წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით. მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

6.1.1. გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

6.1.2. მსესხებლის პერსონალური კოდი ან/და პირადი ნომერი;

6.1.3. ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ;

6.1.4. შეტყობინების შედგენის დრო და ადგილი.

6.2. თუ მსესხებელი გამოიყენებს წინა პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს სესხის თანხა და გადაიხადოს პროცენტი/საკომისიო სესხის გამოყენების ფაქტიური ვადის მიხედვით, აგრეთვე, დაფაროს გამსესხებლის მიერ გაწეული ხარჯები ან სხვა გადასახდელები (არსებობის შემთხვევაში).

6.3. წინამდებარე ხელშეკრულების წინა პუნქტით გათვალისწინებული და სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევის გარდა, მსესხებელს შეუძლია სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მთლიანად შეასრულებს გამსესხებლის წინაშე არსებულ ყველა ფულად ვალდებულებას.

6.4. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

6.4.1. მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;

6.4.2. გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას, ან მსესხებლის ქონება გამოყენებულ იქნება მესამე პირის/სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებად;

6.4.3. დადგება სხვა გარემოება, რომელიც მიუთითითებს, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება/გაუარესდა ან რომლის გამოც საფრთხე შეექმნება/შეექმნა სესხის დაბრუნების მოთხოვნას;

6.4.4. მსესხებელს შეეფარდება პატიმრობა ან/და თავისუფლების აღკვეთა;

6.4.5. გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

6.4.6. თუ დაკისრებული პირგასამტეხლო გადააჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას.

6.4.7. გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, მათ შორის სესხის თანხა, დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო და არსებობის შემთხვევაში სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები/თანხები, გადასახდელები.

6.5. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ აბრუნებს სესხის თანხას, სესხის თანხის დაბრუნებამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია გააგრძელოს გადაუხდელ სესხის თანხაზე სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოსა და სესხის პროცენტის/საკომისიოს დარიცხვა. გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს. მსესხებელი თანხმობას აცხადებს, რომ გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლისაგან ყოველგვარი დამატებითი თანხმობის ან/და მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე დააკორექტიროს დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სესხის პროცენტის ოდენობა იმგვარად, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობასთან.

6.6. მხარეები თანხმდებიან, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამსესხებელი ინარჩუნებს მსესხებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მიზნებისათვის.


7. სესხის ვადის გადავადება

7.1. მსესხებელს აქვს სესხის ვადის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის ვადის გადავადება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით გამსესხებლის თანხმობის შემთხვევაში.

7.2. სესხის ვადის გადავადებისათვის მსესხებელი გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით იხდის სესხის ვადის გადავადების საკომისიოს (ხელშეკრულების ცვლილების საფასურს), რომელიც მითითებულია გამსესხებლის ვებგვერდზე. მსესხებელი ვალდებულია მიუთითოს გადახდის დანიშნულება - „ვადის გაგრძელება“. აღნიშნული საკომისიოს გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება, მაგრამ ჩაეთვლება დასაბრუნებელი სესხის თანხის ნაწილობრივ გადახდად. დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულების 4.6. პუნქტით გათვალისწინებული რიგითობა.

7.3. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის ვადის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

7.4. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი.


8. სხვა სესხის მიღება

8.1. მიმდინარე სესხის დაფარვამდე მსესხებელს აქვს შესაძლებლობა გამოაგზავნოს განაცხადი ახალ სესხზე, თუ მას არ აქვს მისი ლიმიტი ამოწურული.

8.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებგვერდზე, მის პროფაილზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები, თუ მსესხებელსა და გამსესხებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.


9. დავების გადაწყვეტა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

9.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-პრიმა მუხლის საფუძველზე.

9.3. მხარეთა ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია საქართველო, ქ. თბილისი.


10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა/დამუშავება

10.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, როგორც სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე მისი ვადის გასვლისას/შეწყვეტისას, დაამუშავოს (მოპოვება, შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა) მსესხებლის მონაცემები/მსესხებელთან დაკავშირებული ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მიზნებისათვის და იმ ვადით, რომელიც აუცილებელია აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

10.2. მსესხებელთან დაკავშირებული მონაცემები/ინფორმაცია მოიცავს: მსესხებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნომერს, ასლებს, დაბადების თარიღს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, რეგისტრირებულ, ფაქტობრივ და სამსახურის მისამართს, პროფესიას, სქესს, თანამდებობას, სამუშაო გამოცდილებას, ანაზღაურებას, დამსაქმებლის ვინაობას, საკონტაქტო პირის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, რეგისტრირებულ, ფაქტობრივ და სამსახურის მისამართს, მსესხებელთან გაფორმებულ და მსესხებლისგან მოწოდებულ დოკუმენტებს/დოკუმენტების ასლებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, სხვა გადასახდელებს, სესხის/ვალდებულების მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

10.3. მსესხებელთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების მიზანი შეიძლება იყოს გამსესხებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, მსესხებლის იდენტიფიცირება, საკრედიტო მდგომარეობისა თუ რისკების შეფასება, სესხის განაცხადის დამუშავება, კომუნიკაციის განხორციელება, პირდაპირი მარკეტინგი, მსესხებლის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, გამსესხებლისა და სხვა კრედიტორების (საფინანსო სექტორის წარმომადგენლების) ინტერესების დაცვა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა, მონაცემების ანალიზი, სტატისტიკური მონაცემების შექმნა ან/და სხვა ნებისმიერი მიზანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

10.4. მსესხებლის იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნებისათვის მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მოითხოვოს და მიიღოს მსესხებლის შესახებ მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც ინახება ნებისმიერ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში.

10.5. სესხის გაცემისა (მსესხებლის იდენტიფიცირება, სესხის განაცხადის დამუშავება, მსესხებელთან კომუნიკაციის განხორციელება) და სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიპოვოს, აღრიცხოს და შეინახოს, მსესხებლის შესახებ 10.2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

10.6. სესხის გაცემისა და მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის შეფასების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზით და გაეცნოს მსესხებლის შესახებ აღნიშნულ ბაზაში დაცულ მონაცემებს, მათ შორის შეამოწმოს მსესხებლის საკრედიტო სარეიტინგო ქულა.

10.7. მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულებების შესახებ) მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების, ვალდებულებების შესახებ. მსესხებელი ასევე აცნობიერებს, რომ სს „კრედიტინფო საქართველო“ მსესხებლის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოითვლის მსესხებლის საკრედიტო სარეიტინგო ქულას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც დაშვება აქვს სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზებზე. ამასთან, გამსესხებელი უფლებამოსილია გაეცნოს სხვა საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების (არსებობის შემთხვევაში) ბაზებში მსესხებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

10.8. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მსესხებელთან დაკავშირება მხარეთა შორის შეთანხმებული კომუნიკაციის ყველა ფორმის (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართზე დაკავშირება) გამოყენებით, საკრედიტო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს მსესხებლის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებებით. ამასთან, მსესხებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირისთვის შესაძლოა გამჟღავნებულ იქნეს მსესხებლის ფინანსური/საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.

10.9. გამსესხებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოიყენოს მსესხებელთან დაკავშირებული შემდეგი ტიპის ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი.

10.10. მსესხებელი თანახმაა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 10.2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცეს შემდეგ მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:

10.10.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე მესამე პირებს;

10.10.2. ბიზნესის/საწარმოს წილის გაყიდვის შემთხვევაში ბიზნესის/საწარმოს წილის შემსყიდველს;

10.10.3. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოთხოვნაზე უფლების შემძენს;

10.10.4. პრობლემური სესხების მმართველ, ამოღების გარე პარტნიორებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს პრობლემური სესხების მართვა-ამოღება;

10.10.5. გამსესხებლის პარტნიორებს (დამფუძნებლებს), ჯგუფში შემავალ ან/და შვილობილ საწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მათი საოპერაციო საქმიანობის განვითარების, სესხის გაცემაზე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების, ანალიტიკური გადამუშავების, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის იმ მოცულობით, რაც აუცილებელი იქნება მითითებული მიზნების მისაღწევად;

10.10.6. საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესს უზრუნველყოფს;

10.10.7. გამსესხებლის აუდიტორებსა და კონსულტანტებს, რომლებიც გამსესხებელს უწევენ შესაბამის მომსახურებას და, რომლებიც თავის მხრივ დაიცავენ მსესხებლის შესახებ ინფორმაციას/მონაცემებს.

10.11. წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით მსესხებელი ეთანხმება, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე გამსესხებლის საოპერაციო საქმიანობის, სესხის დაბრუნების/ამოღების ან სხვა დაკავშირებული მიზნებისათვის შესაძლოა მსესხებლის პირადი მონაცემები გამჟღავნებულ იქნას გამსესხებლის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე.

10.12. წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით მსესხებელი უფლებას აძლევს გამსესხებელს, მის წარმომადგენელს ან/და დასაქმებულს, სესხის მმართველ-ამომღებ კომპანიებს, რომ აწარმოონ მსესხებელთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაციის, სატელეფონო საუბრის ჩაწერა, შენახვა და ამგვარი კომუნიკაციის/ჩანაწერის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზედამხედველო ორგანოებში ან/და სასამრთლოში მტკიცებულებად გამოყენება.

10.13. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს გამსესხებლის ან/და მსესხებლის (საფინანსო სექტორის წარმომადგენელ) კრედიტორებს, იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მათი უფლებების დასაცავად.

10.14. თუ მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის (რეგისტრაციისას ან სხვა ნებისმიერი ფორმით) მიწოდებული მონაცემები შეიცავს მესამე პირის პერსონალურ მონაცემებსაც, მსესხებელი ვალდებულია მოიპოვოს და, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს გამსესხებელს ყველანაირი ნებართვა/თანხმობა, რაც საჭიროა მესამე პირის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო სრული პასუხისმგებლობა/ზიანის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.

10.15. მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება გამსესხებლის კონფიდენციალობის პოლიტიკას.


11. შეტყობინების წესი

11.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე/დაკავშირებული შეტყობინება მსესხებელს უნდა გაეგზავნოს მის მიერ რეგისტრაციის დროს კითხვარში მითითებულ სასურველ საკომუნიკაციო საშუალებაზე.

11.2. მსესხებელს დამატებით შესაძლებელია ასევე გაეგზავნოს შეტყობინება:

11.2.1 მის მიერ მითითებულ მისამართზე;

11.2.2 ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

11.2.3 მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

11.3. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

11.4. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

11.5. მსესხებელი ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

11.6. 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

11.7. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოს ან სხვა გადასახდელების/ასანაზღაურებელი ხარჯების გადაუხდელობას.

11.8. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

11.9. შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე ან/და ელექტრონულად.

11.10. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ასევე მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია გამოიყენოს მსესხებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ მსესხებელს, შეატყობინოს ზემოაღნიშნული გარემოების დადგომისას დაუყოვნებლივ, გამსესხებლის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

11.11. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ გამსესხებელმა გადასცეს მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს (ს/კ 203836233) მე-11 მუხლში აღნიშნული შეტყობინების მიწოდების მიზნებისათვის.


12. უფლებამონაცვლეობა

12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს, მათ შორის პრობლემური აქტივების, ვადაგადაცილებული თანხების, სესხის მმართველ კომპანიებს ან/და სხვა პირებს სამართავად, საკუთრებაში ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით.

12.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.3. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.


13. სხვა პირობები

13.1. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს (სასამართლოს, აღსრულების ხარჯები, დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. აგრეთვე, მსესხებელი პასუხს აგებს ყველა იმ ზიანისთვის, რაც მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.

13.2. მსესხებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს პრეტენზია ვებგვერდზე განთავსებულ პრეტენზიის ფორმაში, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით გამსესხებლის ელ-ფოსტაზე ან წერილობით გამსესხებლის ოფისში: მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ლადო ასათიანის ქუჩა N36ა. მსესხებელი არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში მიიღებს პასუხს წარდგენილი პრეტენზიის შესახებ. პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს გამსესხებელს შემდეგ ნომერზე: +995(32) 2050606.

13.3. გამსესხებელი მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე მისცემს წვდომას მასთან არსებულ სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მინიმუმ ერთი დისტანციური საკომუნიკაციო არხის საშუალებით გამსესხებლის სისტემის ტექნიკური მოწყობის გათვალისწინებით.

13.4. მსესხებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს პრეტენზია ვებგვერდზე განთავსებულ პრეტენზიის ფორმაში, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით გამსესხებლის ელ-ფოსტაზე ან წერილობით გამსესხებლის ოფისში: მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ლადო ასათიანის ქუჩა N36ა. მსესხებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში მიიღებს პასუხს წარდგენილი პრეტენზიის შესახებ. პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს გამსესხებელს შემდეგ ნომერზე: +995(32) 2050606.

13.5. მსესხებლისთვის ცნობილია, რომ გამსესხებელს შემუშავებული აქვს მომხმარებლებთან ურთიერთობის ეთიკის კოდექსი, რომელიც განთავსებულია საჯაროდ გამსესხებლის ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მის მიმართ გამსესხებლის საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით ირღვევა ეთიკის ნორმები, შეუძლია წარმოადგინოს პრეტენზია წინა პუნქტში დადგენილი წესით ან/და დაუკავშირდეს გამსესხებლის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს (ელ-ფოსტა: ------------------; ტელ: -------------------).

სესხის აღება