Amica.ge ცვლილებები სესხის აღება კითხვა-პასუხი კონტაქტი რეგისტრაცია ფასების სია შესვლა

სესხის ხელშეკრულება

1. ტერმინები

პროფილი წარმოადგენს გამსესხებლის ვებგვერდზე მსესხებლის პერსონალურ გვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის გაკეთება, სესხის პირობებისა და სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის, დოკუმენტების გაცნობა, არჩევა და დადასტურება.
პროფილის გამოყენების წესებში მოცემულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია სესხის ხელშეკრულებით, თუ წინამდებარე დოკუმენტით პირდაპირ არ არის დადგენილი სხვა რამ.

2. პროფილის შექმნა და გააქტიურება

პროფილის შესაქმნელად და გასააქტიურებლად საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:

  • მსესხებელი გამსესხებლის ვებვერდზე რეგისტრირდება და ავსებს თავის პერსონალურ მონაცემებს;
  • მსესხებელი გამსესხებლის ვებვერდზე რეგისტრაციისას ეცნობა და ეთანხმება პროფილის გამოყენების წესებს.
  • მსესხებელი თავისი სურვილით არჩევს პაროლს და გადის ავტორიზაციას.

პროფილის გააქტიურების შემდეგ მსესხებელს გამსესხებლის სისტემაში ენიჭება პერსონალური კოდი, რომელიც მსესხებლის იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალებაა.

პროფილის გააქტიურების შემდეგ მხარეები შეძლებენ დისტანციურად ორმხრივი ურთიერთობის დამყარებას და ინფორმაციის გაცვლას. პროფილზე განხორციელებულ ქმედებებს მხარეებისთვის იურიდიულად სავალდებულო ხასიათი ექნება.

პროფილის საშუალებით გაკეთებული ყველა სახის მოთხოვნა, თანხმობა, შეტყობინება, ხელშეკრულებაში შესწორების შეტანა, სავალდებულო და იურიდიული ძალის მქონე იქნება და გაუთანაბრდება წერილობით ფორმას.

3. კონფიდენციალურობა და პროფილის პაროლის გამოყენება

პროფილის პაროლი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. მსესხებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ის და არ დაუშვას პაროლის გამჟღავნება მესამე პირებისათვის. თუ პროფილის პაროლი მესამე პირისთვის გახდა ან შეიძლება გახდეს ცნობილი, მსესხებელი ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე გამსესხებელს წერილობით ან ელექტრონულად, გამსესხებელი კი უზრუნველყოფს პროფილის დაბლოკვას. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელზე გაიცემა პროფილის ახალი თავდაპირველი პაროლი და მოხდება პროფილის განბლოკვა.

მსესხებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ მესამე მხარეს, რომლისთვისაც ცნობილი გახდება პროფილის პაროლი, ვიდრე გამსესხებელს ეცნობება აღნიშნულის შესახებ და მიეცემა გონივრული ვადა პროფილის დასაბლოკად, ექნება პროფილზე წვდომა და მსესხებლის სახელით შეძლებს ვალდებულებების აღებას. ასეთ შემთხვევაში, გამსესხებლის წინაშე მსესხებელი იქნება პასუხისმგებელი. თუ პორტალზე მოქმედებების განხორციელება ხდება მსესხებლის პროფილის პაროლის გამოყენებით, ჩაითვლება, რომ შესაბამის პროფილზე მოქმედებებს ახორციელებს თავად მსესხებელი და სწორედ ის კისრულობს ვალდებულებებს გამსესხებლის წინაშე.

4. მსესხებლის თანხმობები და გარანტიები

გამსესხებლის ვებგვერდზე რეგისტრაციისას წინამდებარე წესების დადასტურებით, მსესხებელი აცხადებს, რომ:

  • თანახმაა მხარეთა შორის დისტანციური ურთიერთობა და ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს პროფილის საშუალებით;
  • მისთვის გასაგები და მისაღებია პროფილის გამოყენების წესები;
  • სრული ქმედუნარიანია და შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
  • არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არ გამოიყენებს პროფილს ამგვარ მდგომარეობაში.
  • არ გამოიყენებს პროფილს არაკანონიერი მიზნებისათვის, მათ შორის თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის;
  • პროფილის გამოყენებისას მითითებული აქვს და მიუთითებს მხოლოდ ნამდვილ ინფორმაციას;
  • ელექტრონული კომუნიკაციისას გამოიყენებს მხოლოდ უსაფრთხო საშუალებებსა და მოწყობილობებს.

5. პასუხისმგებლობა

პროფილის უკანონო და არამართლზომიერი გამოყენებისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.